ახალი ამბები

GIPA: სიამაშვილის განცხადება რადიკალურად ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის ღირებულებებს

28 მარტი, 2018 • 3060
GIPA: სიამაშვილის განცხადება რადიკალურად ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის ღირებულებებს

GIPA  ემიჯნება უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ზაზა სიამაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებებს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის გამონათქვამები  რადიკალურად ეწინააღმდეგება GIPA-ს ღირებულებებს და ცდება უნივერსიტეტში არსებულ ეთიკის ნორმებს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საგანგებო რეჟიმში განიხილავს უნივერსიტეტის ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ზაზა სიამაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ქალების შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

“რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი “ვითომ” ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი “შესავიწროვებელი” ვერ დავლანდე…. ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს…. არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!” – წერს სიამაშვილი სოციალურ ქსელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი