Huawei-ს ახალი სმარტფონი, რომელსაც 40-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს

Huawei-ს ახალი სმარტფონები, რომლებიც კომპანიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, ჯერჯერობით არ იყიდება, თუმცა, წინასწარი შეფასებებით, ბაზარზე არსებულ სხვა სმარტფონებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ. ამის მთავარი მიზეზი კი, როგორც კომპანია აცხადებს,  ის 4 კამერაა, რომელთა შორის 3 ( Huawei P20 Pro-ს შემთხვევაში) სმარტფონის უკანა კორპუსზეა მიმაგრებული. კამერები Huawei P20-სა და Huawei P20PRO-ს სიბნელეში მაღალი რეზოლუციის სურათების გადაღების საშუალებას აძლევს.

როგორც BBC  Huawei-ს ახალ სმარტფონზე წერს, მისი ოპერატიული სისტემა კამერას სტაბილიზაციის საშუალებას აძლევს, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ გარემოშიც კი, სადაც შუქი ნაკლებად აღწევს, სურათების ე.წ. Blur-ის (როდესაც ობიექტი ფოკუსში არ არის და ბუნდოვანად ჩანს) გარეშე გადაღებაა შესაძლებელი. ამისთვის მას დამატებით შტატივი და განათება არ სჭირდება.  Huawei-ს სმარტფონის კამერის თანაშემქნელი, ოპტიკისა და კამერების გერმანული მწარმოებელი Leica-ია. 

“Huawei არ არის ისეთი ბრენდი, როგორიც Apple ან Samsung-ია, ამიტომ მას პროდუქტის ხარისხის თვალსაზრისით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა უწევს,” – წერია BBC-ის მიმოხილვაში.

Huawei P20 Pro-ს  ფასი დაალოებით 1.115 აშშ დოლარი ( 2 698 ლარი) იქნება, რაც Galaxy S9+- სა( დაახლოებით 2 857 ლარი) და iPhone X-ზე ( დაახლოებით 3 460 ლარი) იაფია.

რაც შეეხება უშუალოდ სმარტფონის კამერას, უკანა კამერის რეზოლუცია 40 მეგაპიქსელია, ხოლო წინა კამერის –  24 მეგაპიქსელი.

გარდა ამისა, Huawei P20 Pro ე.წ. object-recognition ( ობიექტის ამოცნობის) გაუმჯობესებული სისტემა აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ სურათის გადაღებისას სმარტფონს გადასაღებ ობიექტზე მორგებული პარამეტრების დაყენება ავტომატურად  შეუძლია.

თუმცა, სამი კამერა მხოლოდ P20Pro-ს აქვს, განსხვავება ახალი სმარტფონების ორ მოდელს შორის აქ არ მთავრდება. როგორც გამოცემა Wired წერს, P20-თან შედარებით, P20Pro-ს ისეთი დამატებითი ფუნქციები და შესაძლებლობები, როგორიცაა გაზრდილი მეხსიერება, ზომა ( P20-ის შემთხვევაში 14 სანტიმეტრი, ხოლო P20Pro-ს შემთხვევაში 16 სანტიმეტრი) და წყალგაუმტარობა.

რას შეეხება მსგავს მახასიათებლებს, ახალი სმარტფონის ორივე მოდელს უფრო დიდი გამძლეობის ელემენტი აქვთ, ვიდრე, მაგალითისთვის, Galaxy S9-სა და S9-ს, რომლის ელემენტიც Huawei P20-ზე 13%-ით ნაკლებს ძლებს. Huawei-ს ორივე ახალ სმარტფონს  5-x Hybrid Zoom აქვს სუპერ შენელებული ვიდეოების გადასაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ ელემენტის გამძლეობა სმარტფონის ერთ-ერთი პლუსია, სწორედ ელემენტისთვის ადგილის დათმობის გამო გამო მას ყურსასმენების შესაერთებელზე უარის თქმა მოუხდა.

იმისთვის, რომ ახალ სმარტფონში მომხმარებელმა კაბელიანი ყურსასმენი შეაერთოს, მას სპეციალური ადაპტერის ყიდვა მოუწევს.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან