ახალი ამბები

ხულორდავას ცნობით, ევროპარლამენტში შესაძლოა ოკუპაციაზე საგანგებო რეზოლუცია შეიმუშაონ

28 მარტი, 2018 • 1917
ხულორდავას ცნობით, ევროპარლამენტში შესაძლოა ოკუპაციაზე საგანგებო რეზოლუცია შეიმუშაონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუციაზე მუშაობის დაწყებას.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ევროპარლამენტში ვიზიტის ანგარიშში, რომელიც 2018 წლის 30 იანვარ-1 თებერვალს შედგა, და პარლამენტშია წარდგენილი.

“ევროპარლამენტარებს ვაცნობე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და პარტნიორებთან დავსვი საქართველოს ოკუპაციის თემაზე საგანგებო რეზოლუციის შემუშავების საკითხი.

ევროპარლამენტში ჩატარებული შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ ევროპარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუციაზე მუშაობის დაწყებას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აგრძელებს მუშაობას ევროპარლამენტის შესაბამის წარმომადგენლებთან, რათა გადაიდგას რეზოლუციის ინიცირებისათვის საჭირო ნაბიჯები და განისაზღვროს შესაბამისი სამუშაო კალენდარი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი