ახალი ამბებირეკლამა

31 მარტიდან “ვიზეარი” ვროცლავი-ქუთაისის ავიარეისს იწყებს

28 მარტი, 2018 • 1603
31 მარტიდან   “ვიზეარი”  ვროცლავი-ქუთაისის ავიარეისს იწყებს

31 მარტს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Wizz air” ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მუდმივად მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ახალი მიმართულებების დამატებაზე. 2018 წელს პირველი ახალი მიმართულება – რიგა-ქუთაისი, 25 მარტს შესრულდა.

17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz air-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის მიმართულებით შეასრულებს.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთი ალექსიძის განცხადებით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

“ჩვენსა და ავიაკომპანია Wizz air-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 8 ახალი მიმართულება დაემატა. პირველი რეისი ქუთაისში რამდენიმე დღის წინ უკვე შესრულდა. 3 დღეში დაემატება ახალი, მესამე მიმართულება პოლონეთიდან, ეს გახლავთ ულამაზესი ქალაქი ვროცლავი. ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ვამატებთ 5 ახალ რეისს ევროპის ყველაზე მოთხოვნად ქალაქებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები დაანონსებისთანავე ოქტომბერშივე თითქმის სულ გაიყიდა და კიდევ ერთი მიმართულება უკვე ნოემბერში, ზამთრის სანავიგაციო სეზონზე დაემატება,” –  განაცხადა ქეთი ალექსიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი