ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

28 მარტი, 2018 • 1338
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ჯამში, 2 100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი 100 – დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება-გასაღებას გულისხმობს და  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი