ახალი ამბები

ანონსი: 28 მარტი

28 მარტი, 2018 • 1778
ანონსი: 28 მარტი

წარმოგიდგენთ 28 მარტს დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსს:

10:00 –  ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაცია “ჰილფსვერკი”, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად, რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მიზანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის „სოციალური მუშაკები თანამშრომლობენ სოციალური ცვლილებისთვის“ ძირითადი შედეგებისა და მიღწევების წარდგენა და ასევე, სოციალური რეფორმების აქტუალური კითხვებისა და სოციალური მუშაობის პროფესიონალიზაციის პროცესის განხილვა აღმოსავლეთ მეზობლობის რეგიონში.
მისამართი: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, რუსთაველის #13

10:30 – ანტიდოპინგური ორგანიზაციის გენერალური დირექტორი თემურ უკლება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სპორტსმენების მხრიდან დოპინგების გამოყენების მხრივ საქართველოში არსებული ვითარება, გამოვლენილი შემთხვევები და რეგულაციების მოთხოვნა.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ საქართველოს ბანკის უკან)

11:00 – მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.
თემა: აზიური ფაროსანა, რეგიონებში არსებული ვითარება, ბრძოლის მექანიზმები.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).

12:00 –   ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.
მისამართი: სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“, ვარდების რევოლუციის მოედანი 1.

16:00 – ბათუმის მეტრო სითიში ნარჩენების დახარისხების პირველი კუთხე გაიხსნება. აქ ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება,  მიიტანოწ და შესაბამის დახარისხების ურნებში განათავსოს დახარისხებული ნარჩენი: ქაღალდი, შუშა, პლასტმასა და ალუმინი.

17:00 – “აფბა”-ს ორგანიზებით, აგარის შაქრის ქარხნის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაზე დმოწვეულები არიან როგორც აგარის შაქრის კომპანიის ყოფილი თანამშრომლები და აგარის შაქრის კომპანიის ადმინისტრაცია, ისე, დარგობრივი პროფკავშირები, ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.
მისამართი: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო “ციტადინი”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი