ახალი ამბებისაზოგადოება

თიბისი ავტოპარკს ეკომეგობრული ავტომობილებით ანახლებს

27 მარტი, 2018 • 1555
თიბისი ავტოპარკს ეკომეგობრული ავტომობილებით ანახლებს

თიბისი ბანკის ავტოპარკში  ავტომობილები ეტაპობრივად ეკო მანქანებით ჩანაცვლდება. ძველი მანქანების ჰიბრიდის ტიპის ავტომობილებითა და ელექტრომობილებით შეცვლის პროცესი უკვე დაიწყო და პირველ ეტაპზე 35 ავტომანქანა ჩანაცვლდა.

ახალი ავტომობილების წყალობით, თიბისიმ უკვე საგრძნობლად შეამცირა CO2 -ის გამოყოფა: ჩანაცვლებამდე 35 ავტომობილზე საშუალოდ თვეში 12,549.000  გრამი  CO2 გამოიყოფოდა. ახლანდელი მდგომარეობით კი ეს მაჩვენებელი 5,016.000  გრამი  გახდა.

ეკო მანქანებით სარგებლობა თიბისის ერთ-ერთი ნაბიჯია თბილისში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ.  კვლევების თანახმად დაბინძურების ძირითადი მიზეზი სწორედ მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევებია და მისი უდიდესი წილი სატრანსპორტო სექტორზე მოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი