ახალი ამბები

კობახიძე კემეროვოში მომხდარზე: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს

27 მარტი, 2018 • 1359
კობახიძე კემეროვოში მომხდარზე: ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს

რუსეთში, ქალაქ კემეროვოში მომხდარი ხანძრის გამო, რომელსაც 64 ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამძიმრის წერილს ავრცელებს.

“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ კემეროვოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. განსაკუთრებით შემზარავია, რომ მათ შორის ათობით ბავშვია. საქართველოს პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და რუს ხალხს,”- ვკითხულიობთ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში, რომელიც პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც რუსული გამოცემები დაღუპულთა ნათესავების მიერ შექმნილ შტაბზე დაყრდნობით წერენ, დაღუპულთა შორის 41 ბავშვია.

27 მარტის დილას ქალაქის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა, რომლებიც ტრაგედიის დროულ გამოძიებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. ადგილზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა, რომელმაც დამნაშავეთა დასჯის პირობა დადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი