ახალი ამბები

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო

17 ოქტომბერი, 2013 • • 936
მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო

დაცვის მხარე სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვდა. მათი მტკიცებით, პროკურატურამ გვიან ღამით მიაწოდა დასაკითხი მოწმეების სია, რის გამოც ისინი მოუმზადებლები იყვნენ. პროცესს პროტეტის ნიშნად არ ესწრებოდა ვანო მერაბიშვილი. 

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძის განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებილებს პროკურატურას დაცვის მხარეს წინასწარ მისცეს დასაკითხი მოწეების სია. თუმცა მოსამართლემ სხდმა გადადო იმის გამო, რომ ვანო მერაბიშვილი არ ესწრებოდა.

 

ნათია ბარბაქაძის განცხადებით, თუ ვანო მერაბიშვილი სასამართლო სხდომაზე დასწრებას არ ისურვებს, უფრო საფუძვლიანი მიზეზი უნდა წარმოადგინოს და მომავალში სხდომა მსგავსი მიზეზით აღარ გადაიდება. 

 

დღევანდელ სხდომაზე მომდევნო სხდომების თარიღებიც შეთანხმდა, მომდევნო სხდომები  21, 24, 28 30 ოქტომბერს და 8 ნოემბერს გაიმართება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი