ახალი ამბები

ივანიშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი უნდა შეიცვალოს

17 ოქტომბერი, 2013 • • 1075
ივანიშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი უნდა შეიცვალოს

“დღესაც მექნება ამ საკითხზე შეხვედრა, 4 საათზე. იმედია, ფინალური შეხვედრა იქნება და ძირითადად ოპონენტები მყავს მოწვეული,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

პრემიერის თქმით, დამტკიცდება მუშა ჯგუფი მთავრობის სხდომაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებმადე გაიმართება, რის შემდეგაც, ნოემბრის სესიებისთვის პარლამენტს ახალი კანონპროექტი გადაეგზავნება დასამტკიცებლად. 

 

“ნოემბერში უნდა შევიდეს პარლამენტში და დროში ვეტევით”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მაისში უნდა გაიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო ახალი კანონი არჩევნებამდე 6 თვით ადრე უნდა იქნას მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი