ახალი ამბები

“ბოზი ქალივით ყვირიხართ” – საკრებულოს წევრი ოპოზიციას (ვიდეო)

27 მარტი, 2018 • 11188
“ბოზი ქალივით ყვირიხართ” – საკრებულოს წევრი ოპოზიციას (ვიდეო)

დღეს, 27 მარტს თბილისის მერიის მიერ გამართულ გენგეგმის განხილვას სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ხმაური ელენე ხოშტარიას გამოსვლას მოჰყვა, რომელთანაც დებატებში მერი კახი კალაძე შევიდა. ხოშტარია საუბრის დასრულებას ითხოვდა, თუმც აკალაძე მოუწოდებდა ხოშტარიას, რომ პროფესიონალებისთვის მიეცა დრო.

მათ დაპირისპირებაში გიორგი ვაშაძე ჩაერთო, რის შემდეგაც კალაძე ვაშაძეს დაუპირისპირდა. გაწევ-გამოწევაში საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ვახტანგ შაქარიშვილი ჩაერთო, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა,”რომ ისინი “ბოზი ქალებივით კეკლუცობენ”, არ უსმენენ გენგეგმის განხილვას, ერთი კითხვაც არ დაუსვამთ გენგეგმასთან დაკავშირებით და “ბოზი ქალებივით ყვირიხართ.”

დაპირისპირების დროს გენგეგმის ავტორებმა შეხვედრა დატოვეს. მერიას მათ მიერ მომზადებულ გენგეგმასთან შენიშვნები აქვს.

შეხლა–შემოხლის შემდეგ გენგეგმის განხიკლვა გაგარძელდა, ვახტანგ შაქარიშვილმა მის მიერ თქმული სიტყვების გამო “საზოგადოებას ბოდიში მოუხადა” და აღნიშნა, რომ კონსტრუქციული შეხვედრა ოპოზიციამ პოლიკურ დაპირისპირებად გადააქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი