ახალი ამბები

ივანიშვილი: სამცხე-ჯავახეთში მარგველაშვილს ბაქრაძე უსწრებს

17 ოქტომბერი, 2013 • • 1017
ივანიშვილი: სამცხე-ჯავახეთში მარგველაშვილს ბაქრაძე უსწრებს

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ისეთივე წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარებობს როგორც ქვეყნის სხვა რეგიონებში. 

 

“აქაც ძალიან ევროპულები ვართ. არავითარი ზედმეტი მუქარა არ არის მათ მიმართ, არავითარი ზედმეტი დაპირებები, როგორც ხდებოდა კლასიკურად. ერთადერთი რეგიონი სამხრეთ-ჯავახეთია, სადაც ეთნიკური სომხები ჭარბობენ, სადაც ბაქრაძე უგებს კიდევაც მარგველაშვილს,”- განაცხადა ბიზინა ივანიშვილმა. 

 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, იგი გიორგი მარგველაშვილთან ერთად იყო სამცხე-ჯავახეთში. იგი დარწმუნებულია, რომ ეთნიკური უმცირესოსბეით დასახლებულ რაიონებშიც გორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, რადგან აზერბაიჯანლები და სომხები მშრომელი ხალხია და სწორ არჩევანს გააკეთებენ: 

 

“მე არ ვკადრულობ ასევე, რომ დავურეკო სასომხეთის პრეზიდენტს, რომელსაც რაღაც გავლენა აქვს ეთნიკურად სომხებზე, ასევე არ დავურეკავ ალიევს. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაანალიზოს. ჩვენ მახინჯი მეთოდებით არ უნდა ვისარგებლოთ,’- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

ივანიშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებით ან სხვა არაკანონიერი მეთოდებით 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებას “არ იკადრებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი