ახალი ამბები

ივანიშვილის თქმით, ბოკერიას უწყება ლობისტებზე თანხებს ნაღდი ანგარიშსწორებითაც გასცემდა

17 ოქტომბერი, 2013 • • 980
ივანიშვილის თქმით, ბოკერიას უწყება ლობისტებზე თანხებს ნაღდი ანგარიშსწორებითაც გასცემდა

 

“ისინი ახერხებდნენ ძვირი პიარკამპანიების წარმოებას. ძალიან ბევრი ლობისტები, მათ შორის ბოკერია… 16 მილიონი მარტო წინა წელს აქვს ბოკერიას, რომელიც ძირითადად პიარკამპანიით იყო დაკავებული და დღესაც, მთელი წლის განმავლობაში იმითაა დაკავებული, რომ ჩირქი მოსცხოს ქვეყანას. ბოკერიას სამსახური [უშიშროების საბჭო] მთლიანად სააკაშვილის პიარზე იყო მორგებული. ეს არის შედეგი, რატომ გამოიტანეს კომიტეტში და არა პარლამენტში, პარლამენტში კიდევ ვახერხებთ ამას. ეს არის შედეგი იმის, რომ მთელი ევროპა სიცრუეში ჰყავდა. ატყუებდნენ ამერიკასაც. დღეს რაც ხდება, ჩვენგან წაგლეჯილ ფულს იყენებდნენ და გარეთ ლობისტებს ამუშავებდნენ, მაგრამ ამას უკვე საფუძვლები გამოეცალა და ერთეულებიღა დარჩა. კლებაში წავიდა პროცესი”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ბოკერიას უწყების საქმიანობა ამ მიმართულებით პროკურატურაშია გადაცემული. ივანიშვილის თქმით, იმ 16 მილიონიდან, რაც ბოკერიას სამსახურის მიერ ლობისტებზეა გადაცემული, 300, 400 ათასი ნაღდი ანგარიშსწორებითაა გაცემული, მათ შორის ელჩებზე:

 

“დაველოდოთ გამოძიებას”, – განაცხადა მან.

 

ივანიშვილის თქმით, იმ პროექტს, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა შეიმუშავა, ევროპის პარლამენტი მას არ მიიღებს რეზოლუციის სახით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი