ახალი ამბები

ივანიშვილი: რა აქვს რუსეთს ევროკავშირთან საწინააღმდეგო?!

17 ოქტომბერი, 2013 • • 994
ივანიშვილი: რა აქვს რუსეთს ევროკავშირთან საწინააღმდეგო?!

ივანიშვილი ფიქრობს, რომ გამყოფ ზოლზე რუსეთის ქმედებების გააქტიურება ვილნიუსის სამიტს უკავშირდება, სადაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ელოდება.

 

“არ შეფერხდება ევროპისკენ სვლის პროცესები და ამას ვერაფერი შეუშლის ხელს. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთის დამოკიდებულება იმ მიმართულებით, რომ მას არ მოსწონს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია ჩემთვის. მე მესმის, თუმცა იქაც არ ვეთანხმები რუსეთს, რომ ნატო არ მოსწონს და შეიძლება ეს გავიგოთ, რამეთუ ეს არის სამხედრო სტრუქტურა, მაგრამ რა აქვს საწინააღმდეგო რუსეთს ევროკავშირთან?! მე არ ველოდი ასეთ რეაქციას”, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ეს საკითხი რუსეთს შესაძლოა თვითონაც არ აქვს კარგად გააზრებული.  პრემიერი თვლის, რომ რუსეთი ევროკავშირში გაწევრიანებას თვითონაც უნდა ცდილობდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი