ახალი ამბები

შერიგების სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

26 მარტი, 2018 • 1561
შერიგების სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, მოზარდი მცირე დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

პრესსამსახურის ცნობითვე, საჭეს სამინისტროს მძღოლი მართავდა და ავტომობილში იმყოფებოდა მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც.

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მუხლი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი