ახალი ამბები

დალაი ლამა სამედიცინო მიზნებით მარიხუანას მოხმარებას მხარს უჭერს

17 ოქტომბერი, 2013 • • 1459
დალაი ლამა სამედიცინო მიზნებით მარიხუანას მოხმარებას მხარს უჭერს

ფრანს პრესის ინფორმაციით, სამშაბათს, 15 ოქტომბერს, გუანახუატოს შტატში ყოფნისას ტიბეტის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ  სამედიცინო საჭიროებით მარიხუანას მოწევა გამონაკლისის სახით დაშვებული უნდა იყოს. 

 

დალაი ლამამ  საკუთარი პოზიცია განმარტა და ზემოაღნიშნულს დაამატა, რომ იგი მხარს არ უჭერს მარიხუანას გართობის მიზნით გამოყენებბას. ტიბეტის სულიერმა ლიდერმა ამ საკითხზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ერთ-ერთმა დამსწრემ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით დალაი ლამას მისი პოზიციის შესახებ ჰკითხა.

 

ამ დროისთვის მარიხუანას ლეგალიზაციის საკითხი მექსიკაში აქტიურად განიხილება. მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი ვინსენტე ფოქსი, რომელიც იმ ღონისძიების მასპინძელი იყო, რომელზეც დალაი ლამა იმყოფებოდა, მხარს უჭერს მარიხუანას ლეგალიზაციას, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის გზა, რითაც მექსიკაში არსებულ ძლიერ ნარკოკარტელებს ფულს წაართმევენ და, შესაბამისად, მათ გაანადგურებენ.

დალაი–ლამა
დალაი–ლამა

მასალების გადაბეჭდვის წესი