ახალი ამბები

პეტრე მამრაძე: ჟვანიას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო

16 ოქტომბერი, 2013 • • 1412
პეტრე მამრაძე: ჟვანიას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო

TV3-ის გადაცემა „დიდი პოლიტიკაში“ პეტრე მამრაძემ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ვერსიებზე ისაუბრა. 

 

მისი განცხადებით, ზურაბ ჟვანიას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო: “იმ წუთიდან დღემდე მე ვცდილობ შევაგროვო ყველაფერი, მოვისმინო ყველაფერი, ველაპარაკები ყველას. რა თქმა უნდა, მე არასდროს ვკადრულობ იმას, რომ რაიმე, ვთქვათ, ზეწოლა ან პირადი ურთიერთობა გამოვიყენო სამართალდამცველებთან. ეს არაეთიკურია და ამას არასოდეს ვაკეთებდი.

 

მთელი ამ ინფორმაციის მასივის შედეგად, იმ დღეებშიც, შემდგომშიც და დღემდე, მე მიმაჩნია, რომ ეს მკვლელობა არ იყო. იყო სწორედ უბედური შემთხვევა, რაული და ზურაბი იმყოფებოდნენ იმ ბინაში, როცა შემოვიდა ეს გაზი და ეს ძალიან უცებ კლავს.

 

მე ველაპარაკე ზურაბ ჟვანიას ძალიან ახლო მეგობრებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და არცერთს არ ჰქონდა პრეტენზია სააკაშვილის მთავრობის მიმართ. ყველა ამბობდა მადლობას იმისათვის, რომ მათ ყველაფერი აჩვენეს და აუხსნეს, ისინი ამბობდნენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და ამაში ეჭვიც არ შეჰქონდათ,” – განაცხადა პეტრე მამრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი