ახალი ამბები

პეკინის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა

26 მარტი, 2018 • 7032
პეკინის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა

პეკინის ქუჩაზე ზებრა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას თვითმხილველი ავრცელებს.

ნეტგაზეთი დაუკავშიდა შსს-ს , სადაც დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა, თუმცა, სხვა დეტალზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

სასწრაფოს ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა ბრიგადის მოსვლის მომენტისთვის მძიმე არ იყო და ის “შპს რეგიონულ საავადმყოფოში ” გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი