ახალი ამბები

TV3–ის ინფორმაციით ზურაბ ჟვანიას საქმის მტკიცებულებებს ექსპერტიზა ჩაუტარდება

16 ოქტომბერი, 2013 • • 1062
TV3–ის ინფორმაციით ზურაბ ჟვანიას საქმის მტკიცებულებებს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ამის შესახებ TV 3-ის ეთერში, გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის მამამ იაშირ იუსუპოვმა განაცხადა. მისი თქმით,  მთავარ პროკურატურაში გასულ კვირას ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია და იაშირ უსუპოვი დაიბარეს.

 

TV 3-ის გადაცემა “დიდ პოლიტიკაში” იაშირ უსუპოვმა განაცხადა, რომ დალუქული მტკიცებულებები გაიხსნა და ორი ახალი დეტალი გამოიკვეთა, რის გამოც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა აღნიშნული მტკიცებულებების ხელახალ ექსპერტიზაზე გაგზავნა გადაწყვიტეს.

 

ეს მტკიცებულებებია ტანსაცმელი, რომელიც რაულ უსუპოვს გარდაცვალების წინ ეცვა და ფეხსაცმელი, რომელიც დღემდე დაკარგულად ითვლებოდა და რომელსაც სრულიად განსხვავებული ზომა და ფორმა აქვს. იაშირ იუსუპოვი ამბობს, რომ რაულის ტანსაცმელი ტალახით იყო დასვრილი, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ გარდაცვალებამდე რაღაც მოხდა. ის არ გამორიცხავს, რომ მტკიცებულებები გაყალბებული იყოს:   

 

“ნამდვილი დაგეგმილი მკვლელობა იყო. დაგეგმილი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, რომ წაიყვანეს და ზედ რომ დააკლეს, ფაქტია. შეიძლება მერე დაიგეგმა და მანამდე არ იყო ჩაფიქრებული. პირველი ნაწილი მაინც დაგეგმილია, მეორე თუ არა. ეს იყო პოლიტიკური ხასიათის მკვლელობა, ეს ყველამ იცის და დამალვას აზრი არ აქვს. ჟვანიას შემთხვევაშიც არ ყოფილა არანაირი გაზი. მალე დადგინდება, რომ გაზით არ არიან დაღუპულები. ჩემი შვილი თუ არა, მაშინ სცენარის გასაფორმებლად იქ სხვა ვინმე იქნებოდა. დადგეს სცენარი, მაგრამ სისულელეა. უაზრო სცენარია, რომლისაც თვითონაც არ სჯერათ,” – აცხადებს იაშირ უსუპოვი TV 3-თან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი