ახალი ამბები

წულუკიანი ამბობს, რომ პოზიციის ჩამოყალიბებამდე ჯერ პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს [ვიდეო]

26 მარტი, 2018 • 5683
წულუკიანი ამბობს, რომ პოზიციის ჩამოყალიბებამდე ჯერ პაპუნა უგრეხელიძეს უნდა მოუსმინოს [ვიდეო]

თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სანამ საჯარო რეესტროს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძეზე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, მან როგორც ქალმა მინისტრმა ამ უკანასკნელს უნდა მოუსმინოს. უგრეხელიძე, რომელიც თანამშრომლის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშუალეს, წულუკიანის თქმით, ამაჟამად მივლინებაშ იმყოფება.

 

Posted by netgazeti.ge on Monday, 26 March 2018

“ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია, რომ არ არის კარგი, ასეთ თემებზე ცალმხრივი პოზიციების გავრცელება, ცალხმრივად სიუჟტევებისა და “ნიუსების” კეთება.  ჩვენ ქლებს, ყველას ერთი მიზანი გვაქვს, კერძოდ რომ ამ  ყვეყანაში ქალთა უფლებები დავამკვიდროთ. ეს ბრძოლა არის რთული და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ჩვენ ერთად სოლიდარულები და არ დავუშვათ შეცდომები. მე მას, როგროც ქალმა მინისტრმა უნდა მოვუსმინო,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მან იცის იმის შესახებ, რომ მიმიდნარეობს სასამათლო დავა, სადაც პირდად უგრეხელიძე არის მოპასუხე.

“დღეს ჩვენმა მოადგილე შეხვდა მის პირად ადვოკატებს, იმისთვის რომ [სასამართლოში წარდენილ] მასალებზე წვდომა ჰქონოდა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა, მათ შორის უხერხული კითხვები, როგორც კი მე მას შევხვდები, უკვე ინფორმირებულ პოზიციას გაგაცნობთ,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იცოდა მან თუ არა ის, რომ სახალხო დამცველმა უგრეხელიძის საქმე შეისწავლა და დისკრიმინაცია დაადგინა, წულუკიანი პასუხობს:

“სახალხო დამცველმა, თუ თქვენ მის დაკსვნებს ნახავთ, პირადად მას მიაწოდა ისვე, როგორც მეორე მხარეს რეკომენდაცია. შესაბამისად, ქალებს მოგმართავთ, ჩვენი ბრძოლისთვის, იმისთვის რომ ეს ბრძლა იყო წარმატებული მკაცრი პოზიციები დავიჭიროთ, იმის შემდეგ, რაც ვნახავთ ყველა ოდკუმენტს. ქალებს მოგმართავთ, მოვუსმინოთ მამაკცებს და შემდეგ წინ არაფერი გვიდგას,” – აღნიშნავს წულუკიანი. 

სახალხო დამცველმა ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა, რომ “პაპუნა უგრეხელიძემ, [დაზარალებულის] მამართ, ჩაიდინა შევიწროებითა და სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით დისკრიმინაცია”. სავარაუდო დაზარალებული ასევე ამბობს, რომ თავად მიაწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს

ამ ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მსხვერპლმა “დევდარიანის ქეისის” შემდეგ მედიასთან საუბარი გადაწყვიტა და ტელეკომპანია “იმედს” ინტერვიუ მისცა.

პაპუნა უგრეხელიძე საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა. საჯარო რეესტრის პრესსამსახურში  “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ უგრეხელიძე აშშ-ში იმყოფება საქართველოში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს განცხადებას.

საჯარო რეესტრის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით ირკვევა, რომ პაპუნა უგრეხელიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს სამუშაო ვიზიტით 19-23 მარტს ეწვევა. დღეს 26 მარტია, საჯარო რეესტრში კი ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ უგრეხელიძე საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება.

თეა წულუკიანმა ამ თემაზე განცხადება შესაძლოა დღეს, 26 მარტს, 17:00 საათზე გააკეთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი