ახალი ამბები

ომბუდსმენი საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს უკვე არსებული სიიდან შეარჩევს

26 მარტი, 2018 • 1811
ომბუდსმენი საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს უკვე არსებული სიიდან შეარჩევს

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს უკვე არსებული სიიდან შეარჩევს. ამის შესახებ ნეტგაზეთს სახალხო დამცველის აპარატში დაუდასტრეს.

როგორც სახალხო დამცველის პრესსამასხური განმარტავს, პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატს ნინო ლომჯარია რამდენიმე დღეში დაასახელებს

კანდიდატურა ვაკანტური გახდა იმის შემდეგ, 17 მარტს  “ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. “ქალთა მოძრაობის” განცხადებას ზვიად დევდარიანმა განცხადებითვე უპასუხა, რომლის თანახმადაც, მან “საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურა მოხსნა. დევდარიანი კანდიდატად  სახალხო დამცველმა წარადგინა. ამავე დღეს სახალხო დამცველმაც გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ მისთვის უცნობი იყო სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტების შესახებ. ასევე, მიესალმა დევდარიანის გადაწყვეტილებას მოეხსნა კანდიდატურა.

შემდგომ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი კენჭს უყრის სხვა სუბიექტების მიერ წარსადგენ საზოგადოებრივი მუწყებლის მეურვეობის კანდიდატებს, ომბუდსმენის კვოტით წარსადგენ წევრობის კანდიდატზე ახალი კონკურსი გამოცხადდება.თუმცა, რაკიღა ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს უკვე უყარეს კენჭი, ამ შემთხვევაში კონკურსის გამოცხადება საჭირო აღარ გახდა.

ლომჯარიას კანდიდატის შერჩევა შემდეგი სიიდან მოუწევს :

  • მალხაზ ასლამაზაშვილი – რეჟისორი;
  • დონარა შონავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი;
  • იზაბელა ოსიპოვა – სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი;
  • ხატია ყურაშვილი – კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილი პრესმდივანი;
  • ნათია სირაბიძე – აჭარის განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე;
  • ია მამალაძე – ჟურნალისტი;
  • ნათია კობერიძე – ჟურნალისტი;

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი