ახალი ამბები

ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვანის ოჯახი ვარაუდობს, რომ შსს ინფორმაციას უმალავს

16 ოქტომბერი, 2013 • • 1112
ბათუმში გაუჩინარებული არასრულწლოვანის ოჯახი ვარაუდობს, რომ შსს ინფორმაციას უმალავს

შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც დაკარგული გოგონას ახლობლებმა გზა გადაკეტეს. შეხვედრიდან გამოსული დაკარგული გოგონას დედამ, ლამზირა დიასამიძემ განაცხადა, რომ პოლიციის უფროსისგან ახალი არაფერი მოუსმენია:

 

„გვითხრეს, რომ რაც შეუძლიათ, ყველა საშუალებას იყენებენ. მისი შვილიც რომ იყოს ასეთ მდგომარეობაში, ვერ გამოიყენებდა ვერანაირ დამატებით ზომას. არ შეგვიშალოთ ხელი, ვშრომობთო. 71 დღის განმავლობაში გვაძლევენ ერთსა და იმავე ინფორმაციას.“ – განაცხადა ლამზირა დიასამიძემ.


დაკარგული გოგონას ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ფლობს ისეთ ინფორმაციასაც, რომელსაც ოჯახის წევრებს არ უმხელენ:

 

„მუშაობს ყველა და ეძებენ, იმედია ცოცხალს ან მკვდარს იპოვიან ბავშვს. აქციების გამართვას აღარ ვაპირებთ, აზრი არა აქვს, უშედეგოა.“ – ასლან დიასამიძე.


17 წლის დარეჯან დიასამიძის მშობლები დახმარებას ნებისმიერ მოქალაქეს სთხოვენ. მათი განცხადებით, თელია ოჯახის წევრებს, 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრას დაჰპირდა.


„ხვალ, 12 საათზე ჩამოვა მთავარი პროკურორი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რა პასუხს მოგვცემს, მაინც ვაპირებ მისვლას, მეტი რა გზა დამრჩენია,“ – აცხადებს ლამზირა დიასამიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი