ახალი ამბები

მაღაროელის დაღუპვამდე, უსაფრთხო შრომის მოთხოვნით, ჭიათურაში აქცია დაგეგმეს

26 მარტი, 2018 • 2190
მაღაროელის დაღუპვამდე, უსაფრთხო შრომის მოთხოვნით, ჭიათურაში აქცია დაგეგმეს

ჭიათურის მაღაროში 45 წლის გვირაბგამყვანის ზაზა აბრამიშვილის დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე, პროფკავშირების ორგანიზებით, მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო მსვლელობა დაგეგმეს ღირსეული და უსაფრთხო შრომისათვის.

მაღაროელების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც 29 მარტს 11:00 საათზე ჭიათურაში გაიმართება, 23 მარტს სოციალური ქსელით დაიგეგმა.

მაღაროელების მოთხოვნები

პროფკავშირების განცხადებით, მაღაროელებს წაართვეს ოჯახის წევრების მონახულების უფლება და აიძულებენ, რომ თვეში 360 საათი დამსაქმებლის ტერიტორიაზე გაატარონ.

მათი განცხადებით, შრომითი სტანდარტები გამუდმებით უარესდება, ეტაპობრივად მათი ხელფასი იკლებს და სამუშაო იმატებს:

“ბოლო რამდენიმე წელიწადში დასაქმებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულით შეამცირეს, დარჩენილი შრომით კოლექტივი კი იგივე რაოდენობის მადანს მოიპოვებს. ამ გზით სარგებელი მხოლოდ კომპანიამ ნახა.”

როგორც პროფკავშირები აცხადებენ, მაღაროში სოციალური უსამართლობის კლასიკურ შემთხვევებს აქვს ადგილი, რადგან ერთიდაიგივე პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანები განსხვავებულ ხელფასებს იღებენ.

მაღაროელები ასევე ჩივიან, რომ მათ წაართვეს მკურნალობისა უფლება, არ უხსნიან ბიულეტენს და თუ უხსნიან ხშირ შემთხვევაში არ უნაზღაურებენ.

როგორ პირობებში შრომობდა და დაიღუპა ჭიათურის მაღაროში ზაზა აბრამიშვილი

  • საპროტესტო მსვლელობის დაგეგვმიდან რამდენიმე დღეში, 45 წლის ზაზა აბრამიშვილი ჭიათურის მაღაროში ლოდების ჩამონგრების შედეგად დაიღუპა. ის წლების განმავლობაში მუშაობდა გვირაბების გამყვანად. ზაზა აბრამიშვილს ცოლი და ორი შვილი ჰყავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი