ახალი ამბებისაზოგადოება

მერიამ “ანას ბაღთან” კორპუსის მშენებლობის ნებართვა გააუქმა

26 მარტი, 2018 • 2935
მერიამ “ანას ბაღთან” კორპუსის მშენებლობის ნებართვა გააუქმა

თბილისის მერიამ გააუქმა 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა, რომელიც, ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში, “ანას ბაღთან” უნდა აშენებულიყო.

საჩივარი მერიაში ადგილობრივებმა, ვარკეთილის მაცხოვრებლებმა შეიტანეს. მათ, ვიდრე მერიიდან პასუხს მიიღებდნენ, არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

თბილისის მერიამ ბათილად ცნო მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2017 სექტემბერსა და ოქტომბერში გამოცემული ბრძანებები, რომლითაც შესაძლებელი გახდა კორპუსის მშენებლობის დაწყება. მშენებლობას “ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი” აწარმოებდა.

“ანას ბაღის” მიმდებარედ მაცხოვრებლები საპროტესტო აქციებზე ამბობდნენ, რომ ამ კორპუსის აშენებით ჩაიკეტებოდა იმ ბაღის შესასვლელი, სადაც ყოველდღიურად ბევრი ბავშვი თამაშობს. მათივე თქმით, ამის გარდა, შეექმნებოდათ სხვა პრობლემებიც –  კორპუსამდე მისვლა გაუჭირდებოდა სახანძროს, სასწრაფოს და ასე შემდეგ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი