ახალი ამბები

“ოცნებაში” არ ადასტურებენ, რომ აჭარაში მათი აქტივისტები ბურჯანაძის შტაბში გადავიდნენ

16 ოქტომბერი, 2013 • • 977
“ოცნებაში” არ ადასტურებენ, რომ აჭარაში მათი აქტივისტები ბურჯანაძის შტაბში გადავიდნენ

“ისინი იმედგაცრუებულნი არიან იმ პოლიტიკისაგან, რომელსაც ატარებს “ოცნება” თავისი აქტივისტების მიმართ. ეს აქტივისტები არიან რამდენიმე რეგიონის წარმომადგენლები, რომლებიც ჩამოვიდნენ და ბრიფინგი გამართეს ახლა, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ დამთავრდა.”

 

თემურ ჭანტურაშვილის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” აქტივისტები უყურადღებობას უჩივიან:

 

“მათ მიმართ, როგორც აქტივისტების მიმართ, “ოცნების” ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უყურადღებობა. ეს იყო მოტივი. ისინი გადმოვიდნენ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა რიგებში. ისინი იყვნენ “ქართული ოცნების” წევრები და აქტივისტები.” 

 

ნინო ბურჯანაძის ბათუმის შტაბის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს, რაში გამოიხატებოდა “ოცნების” აქტივისტების მიმართ პარტიის ხელმძღვანელობის უყურადღებობა.

 

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, გაწევრიანდებიან თუ არა “ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტები “დემოკრატიულ მოძრაობაში”, თემურ ჭანტურაშვილი ასე პასუხობს:

 

“პარტიაში  გაწევრიანების პროცედურა რთულია. ეს არის რეკომენდატორების პოზიციის გაცნობა, პარტიის პროგრამის და წესდების გაზიარება და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობენ პარტიაში. ეს არის სერიოზული ნაბიჯი “ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტების მხრიდან. მათი სახით ახალი მხარდამჭერი შემოგვემატა არჩევნების წინ.” 

 

“ქართული ოცნების” საარჩევნო  შტაბის ხელმძღვანელი ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი “ქართული ოცნებიდან” ბურჯანაძესთან აქტივისტების გადასვლის ფაქტს არ ადასტურებს:

 

“არავინ არ გადასულა. თქვენგან გავიგე პირველად. პირიქით, იქიდან უნდათ ჩვენთან გადმოსვლა. ჩვენგან არავინ არსად არ გადადის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი