ახალი ამბები

ევროპულმა საქართველომ საზმაუს ბორდის წევრად კვლავ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა

26 მარტი, 2018 • 4324
ევროპულმა საქართველომ საზმაუს ბორდის წევრად კვლავ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად საპარლამენტო უმცირესობა კვლავ ნინია კაკაბაძეს ასახელებს. ნინია კაკაბაძეს 23 მარტს გამართულ სესიაზე პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს, 26 მარტს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, ხელისუფლებამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრების კენჭისყრისას გამოავლონა თავისი დამოკიდებულება დემოკრატიული პროცესების მიმართ.

ელენე ხოშტარიას თქმით, კანონის მოთხოვნაა, რომ ოპოზიციას თავისი კვოტით წევრო ჰყავდეს სამეურვეო საბჭოში, ნინია კაკაბაძემ კი შესარჩევი კომისიისგან, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა, რაც პარლამენტმა არ მიიღო მხედველობაში.

“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, პატივი არ სცეს ოპოზიციის კვოტას. აქ საუბარი არ არის ჩვენზე და ნინია კაკაბაძეზე. აქ არის საუბარი დემორკატიულ პროცედრაზე, რომ ოპოზიციას ჰყავდეს თავისი კანდიდატი”, – თქვა ელენე ხოშტარიამ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობა არ დაიწყებს ხელისუფლებისთვის სასურველი კანდიდატურის ძებნას და სწორედ ამიტომ, პრინიცპულად ხელახლა წარადგენს ნინია კაკაბაძეს.

პლენარულ სხდომაზე თერთმეტმა დეპუტატმა კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 40-მა დეპუტატმა მისცა ხმა. კანდიდატის დასამტკიცებლად საჭიროა 75 დეპუტატის მხარდაჭერა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღო. ამის შემდეგ კი კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა პარლამენტს.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა, უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა, მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტს ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი