ახალი ამბები

გაუჩინარებული არასრულწლოვანის ოჯახი ბათუმის მთავარი სამმართველოს უფროსს ხვდება

16 ოქტომბერი, 2013 • • 999
გაუჩინარებული არასრულწლოვანის ოჯახი ბათუმის მთავარი სამმართველოს უფროსს ხვდება

თელიასთან შეხვედრა სამართალდამცავებმა დაკარგული არასწრულწლოვანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მას შემდეგ შესთავაზეს, რაც ბათუმის იუსტიციის სახლის მიმდებარე სავალი გზა, რომელიც მათ გადაკეტილი ჰქონდათ, პოლიციამ დაატოვებინა.


შს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსთან შეხვედრამდე, დარეჯან დიასამიძის ახლობლებმა იუსტიციის სახლთან მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნით გზა გადაკეტეს. 


სოფელ ახალშენში მცხოვრები მე-12 კლასელი გოგონა, ოჯახის ცნობით, მამის ძმის სახლიდან 7 აგვისტოს, დილის ათ საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახმა პოლიციას დახმარებისთვის იმავე დღეს მიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი