ახალი ამბები

ალასანია: თუ მამაკაცს ღმერთის ძლიერი რწმენა არა აქვს, სამშობლოსთვის თავს ვერ გაწირავს

16 ოქტომბერი, 2013 • • 1034
ალასანია: თუ მამაკაცს ღმერთის ძლიერი რწმენა არა აქვს, სამშობლოსთვის თავს ვერ გაწირავს

“მე მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქართული არმიისთვის, ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულიერი განვითარებისთვის… ეს ურთიერთობა, ფაქტობრივად, მრავალ საუკუნეს ითვლის, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.


მე მინდა დეტალურად ვისაუბროთ იმ დგომარეობაზე, რაც შექმნილია ამ თვეების განმავლობაში, გარკვეულ დაკვირვებას შეძლებდით, თუ რა მდგომარეობაა არმიაში ამ კუთხით და ამაზე მინდა ძალიან გულახდილად, გულწრფელად ვისაუბროთ. ჩვენ ჩვენი მხრიდან გარკვეულ საკითხებს გაგიზიარებთ და შემდეგ შეხვედრისთვის უკვე მოვინიშნოთ ის გადასაწყვეტი საკითხები, რომლის შედეგადაც შევძლებთ იმ ამოცანის მიღწევას, რაც დასახული გვაქვს”, – მიმართა ირაკლი ალასანიამ სამინისტროში შეკრებილ კაპელანებს.


კაპელანი არის მღვდელმსახური, რომელსაც მინდობილი აქვს სამწყსო მზრუნველობა მორწმუნეთა ცალკეულ ჯგუფსა თუ საკრებულოზე, როგორიცაა საერო მოწესეთა საკრებულოები, მორწმუნეთა ასოციაციები, საავადმყოფოები, ობოლთა და მოხუცებულთა თავშესაფრები, სატუსაღოები, ემიგრანტები, დევნილები, სამხედროები, მეზღვაურები და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი