ახალი ამბები

ხანძარი რუსულ სავაჭრო ცენტრში – მინიმუმ 37 დაღუპული და ათეულობით დაკარგული

26 მარტი, 2018 • 2786
ხანძარი რუსულ სავაჭრო ცენტრში – მინიმუმ 37 დაღუპული და ათეულობით დაკარგული

სულ მცირე, 37 ადამიანი ემსხვერპლა და 70-მდე დამიანს ვერ პოულობენ რუსეთის ქალაქ კემეროვოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად. კემეროვო ინდუსტრიული ქალაქია, რომელიც ციმბირში, მოსკოვიდან 3 600 კილომეტრში, მდებარეობს. ქალაქში ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი გასართობ ზონაში დაიწყო, იქ სადაც კინოთეატრი და სათამაშო მოწყობილობებია განთავსებული. დაღუპულთა და დაკარგულთა შორის არიან ბავშვები. ხანძრის ღია კერები ამ დროისათვის ჩამქრალია.

მედიასაშუალებები ავრცელებენ ვიდეომასალას, სადაც ჩანს სავაჭრო ცენტრის მაღალი სართულებიდან როგორ ხტებიან ადამიანები, მათი ნაწილი კი ძლიერ ხანძარს ალყაში ჰყავს მოქცეული. როგორც რუსული მედია იტყობინება, ხანძარმა დასაწყისიდანვე ჩაკეტა კინოთეატრის გასასვლელი, სადაც ბავშვები მულტფილმს უყურებდნენ.

მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა და მიყენებული ზიანი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი