ახალი ამბები

ივანიშვილი ბეჭდური მედიისა და რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებს შეხვდება

16 ოქტომბერი, 2013 • • 916
ივანიშვილი ბეჭდური მედიისა და რადიოსადგურების მთავარ რედაქტორებს შეხვდება

“საქართველოში გამომავალი ბეჭდური მედიის მრავალრიცხოვნობიდან (1000-ზე მეტი ჟურნალ-გაზეთია საქართველოში) გამომდინარე, სამწუხაროდ, ყველა მთავარი რედაქტორის მოწვევა ვერ მოხერხდებოდა, რის გამოც ვიხდით ბოდიშს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.


ბიძინა ივანიშვილმა ანალოგიური შეხვედრები თავის ბიზნეს-ცენტრში უკვე გამართა ექსპერტებთან და ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან და თოქ-შოუების წამყვანებთან. აღნიშნული შეხვედრების დროს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიას მოსთხოვა არგუმენტები იმ კრიტიკული შეფასებების გამო, რაც მათ საჯაროდ გამოთქვეს ახალი მთავრობის მიმართ.


პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში, ასევე, შედგება პრემიერის შეხვედრა რეგიონულ და უცხოურ მედიასთან, ასევე, გაიმართება პრესკონფერენცია გაფართოებული ფორმატით.

მასალების გადაბეჭდვის წესი