ახალი ამბები

ნინო დავითულიანი ჰოლანდიის ქალაქ ჰააგის საკრებულოს წევრად აირჩიეს

25 მარტი, 2018 • 8155
ნინო დავითულიანი ჰოლანდიის ქალაქ ჰააგის საკრებულოს წევრად აირჩიეს

1983 წელს დაბადებული ნინო დავითულიანი ჰააგის ქალაქის საკრებულოს წევრად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას რ2 ავრცელებს.

ნინო დავითულიანი მარცხნიდან მეორე © René Oudshoorn

დავითულიანი, რომელსაც იურიდიული განათლება აქვს, რ2-ის ინფორმაციით, ნიდერლანდებში საცხოვრებლად 15 წლის ასაკში ჩავიდა.

დავითულიანი ქალაქის საკრებულოს არჩევნებში Groep de mos-ის კანდიდატი იყო. ამ პარტიამ არჩევნებში საუკეთესო შედეგი (16%) აჩვენა და საკრებულოში 8 ადგილი მოიპოვა. დავითულიანი Groep de mos-ის საარჩევნო სიაში მე-4 ნომერი იყო.

მეტ დეტალსა და დავითულიანთან ინტერვიუს რ2-ის P.S. – ის ეთერში ნახავთ 21:00 საათზე.

ნინო დავითულიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი