ახალი ამბები

ღარიბაშვილმა შსს-ში თავდაცვის მინისტრი მიიღო

16 ოქტომბერი, 2013 • • 953
ღარიბაშვილმა შსს-ში თავდაცვის მინისტრი მიიღო

შსს-ს ცნობით, სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ძალოვანი მინისტრების მოადგილეები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი.

 

“მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის, შსს-ს აკადემიასა და თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, სპეციალისტების მომზადების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე დაიგეგმა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ერთობლივი წვრთნების ჩატარება”, – ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ე.წ. “ჯიჰადის ვიდეოების” საქმეზე განაცხადა, რომ შსს-ს მხრიდან გამოძიების კუთხით არაფერი იყო სიახლე, რასაც მეორე დღესვე მოჰყვა შსს-დან ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, რომ უკვე გამოვლენილი იყო ამ საქმეზე ბრალდებული ერთი პირი. ღარიბაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მისი უწყებიდან შეეძლო მიეღო ყველა მინისტრს, მათ შორის ალასანიასაც. თავის მხრივ, ალასანიამ აღნიშნა, რომ ინციდენტი ამოწურულია და კომუნიკაცია შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს შორის მჭიდროა.

ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ალასანია და ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი