ახალი ამბები

ოპერასთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

25 მარტი, 2018 • 3795
ოპერასთან ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე ავტოავარია მოხდა, რომლის შედეგადაც ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. დანიშნულია ექსპერტიზა. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომამ დროისთვის ყველა დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი