ახალი ამბები

აპატურაი: ყველა ქართველი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ პეტრიაშვილი მათ საქმეს აკეთებს

16 ოქტომბერი, 2013 • • 941
აპატურაი: ყველა ქართველი კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ პეტრიაშვილი მათ საქმეს აკეთებს

შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ იგი განცხადებას ფეისბუკის ოფიციალური გვერდის მეშვეობით აქვეყნებს:

 

“ალექსი პეტრიაშვილმა ძალიან მკაფიოდ, რეალისტურად და დამაჯერებლად დააყენა საკითხი, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები კარგად ჩაივლის, საქართველო კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ ძალიან ღია დისკუსია გვქონდა იმ დაბრკოლებების შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს. მე ვიცი, როგორი პოლიტიკური სხვადასხვაობა შეიძლება იყოს საქართველოში, მაგრამ საქართველოს ყველა მოქალაქე კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ალექსი [პეტრიაშვილი] მათ საქმეს აკეთებს”, – აცხადებს აპატურაი.

მასალების გადაბეჭდვის წესი