ახალი ამბები

არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

24 მარტი, 2018 • 2637
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

დღეს დილიდან მისი სამოქალაქო პანაშვიდი სოფელ წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა.

სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს მრავალი მოქალაქე მივიდა. მათ შორის პრეზიდენტი, ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. პანაშვიდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იმყოფებოდა.

მოკლედ:

22 თებერვალი: საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოსურმა მხარემ დააკავა.

23 თებერვალი: ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”.

20 მარტი:  ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცა – თითქმის ერთი თვის შემდეგ საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

21 მარტი: ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

23 მარტი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი