ახალი ამბებიტექნოლოგიები

ლონდონში “კემბრიჯ ანალიტიკას” ოფისები გაჩხირეკს

24 მარტი, 2018 • 1707
ლონდონში “კემბრიჯ ანალიტიკას” ოფისები გაჩხირეკს

ლონდონში “კემბრიჯ ანალიტიკას” ოფისები გაჩხირეს მას შემდეგ, რაც ანალიტიკურ კომპანია ფეისბუკის მომხმარებლების მონაცემების უკანონო გამოყნებით აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დაადანაშაულეს.

ბიბისის ცნობით, კომპანიის ოფისში ჩხრეკა რამდენიმე საათს გაგრძელდა.

ჩხრეკაზე ნებართვა სასამართლომ ინფორმაციის კომისრის მიმართვის საფუძველზე გასცა. ბრიტანეთის ინფორმაციის კომისარმა განაცხადა, რომ ეძებენ ინფორმაციას ინახებოდა თუ არა პერსონალური მონაცემები არასანქცირებულად კომპანიის ბაზებში.

ჯერჯერობით უცნობია რა დოკუმენტები ამოიღეს “კემბრიჯ ანალიტიკას” მონაცემთა ბაზებიდან ჩხრეკის შედეგად.

“კამბრიჯ ანალიტიკას” მიერ მილიონობით ფეისბუკის მომხარებლის პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებაზე სკანდალი რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

წაიკითხეთ დეტალები აქ: როგორ გამოიყენეს ფეისბუკის მილიონობით მომხმარებლის მონაცემი ტრამპის კამპანიისთვის

ასევე დაგაინტერესებთ:

ნდობა უნდა აღვადგინოთ – ცუკერბერგის განმარტება მონაცემთა უკანონო გამოყენებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი