ახალი ამბებისამართალი

საკუთარი ოჯახის წევრის დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

24 მარტი, 2018 • 4255
საკუთარი ოჯახის წევრის დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს

თბილისში, პასტერის ქუჩაზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ახალგაზრდა კაცი ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველების თქმით, მან ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა საკუთარი ოჯახის წევრ კაცს, რომელიც სასწრაფომ ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11-პრიმა 117-ე მუხლით აღიძრა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებული კაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საპატრულო პოლიციის (პატრული) ეკიპაჟები პასტერის ქუჩაზე

სასწრაფო დახმარების მანქანა პასტერის 7 ნომერში

სამართალდამცველები ახალგაზრდა კაცს საკუთარი ოჯახის წევრის დაჭრის ბრალდებით აკავებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი