ახალი ამბები

საფრანგეთში, სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

23 მარტი, 2018 • 1325
საფრანგეთში, სუპერმარკეტში მომხდარი თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ საფრანგეთში, პოლიციამ სუპერმარკეტი, სადაც შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავდა აყვანილი შტურმით აიღო. CNN-ის ინფორმაციით, შეთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, თავდამსხმელი კი მოკლულია. CNN ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ შეიარაღებული პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა პოლიციამ მოკლა. ფრანგის სამართალდამცავის განცხადებით, თავდამსხმელი ე.წ ისლამური სახელმწიფოს გავლენის ქვეშ იყო.

BBC ინფორმაციით, თავმდამსხმელი 26 წლის კაცი იყო. ის 2015 წლის ნოემბრის თანდასხმის გამო დაკავებული სალაჰ აბდესლამის გათავისუფლებას ითხოვდა. 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში მომხდარ თავდასხმას 130 ადამიანი ემსხვერპლა. სალაჰ აბდესლამი ამ თავდასხმის უმთავრესი ეჭვმიტანილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი