ახალი ამბებისამართალი

საპარლამენტო უმრავლესობა კვოტირების ახალ კანონპროექტს მომდევნო კვირაში შეიტანს

23 მარტი, 2018 • 2037
საპარლამენტო უმრავლესობა კვოტირების ახალ კანონპროექტს მომდევნო კვირაში შეიტანს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კვოტირების შესახებ კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში მომავალ კვირაში მოახდენენ.

ეს განცხადება კობახიძემ გააკეთა მას შემდეგ, რაც დღეს, 23 მარტს, პარლამენტმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

“მინდა განვაცხადო, რომ მომდევნო კვირაში საქართველოს პარლამენტი აუცილებლად მიუბრუნდება გენდერული კვოტირების საკითხს. იყო გარკვეული წინააღმდეგობა დეტალებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც ვერ შედგა შეთანხმება, შესაბამისად, საპატრლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს ორგანული კანონის პროექტს კვოტირების შესახებ, პრინციპი იქნება იგივე, 25%-იანი მინიმალური წარმომადგენლობა შემდეგ პარლამენტში. რაც შეეხება 2024 წლის პარლამენტს, იქ უზრუნველყოფილი იქნება სულ მცირე 1/3-ის წარმომადგენლობა. უმრავლესობის მხრიდან იქნება ინიცირებული ასეთი კანონპროექტი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა, რომ პარტიების პროპორციულ სიებში ყოველი მეორე ადამიანი განსხვავებული სქესის ყოფილიყო, 37 000 ამომრჩევლის მიერ იყო ინიცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი