ახალი ამბები

საფრანგეთში შეიარაღებულმა პირმა სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა

23 მარტი, 2018 • 1141
საფრანგეთში შეიარაღებულმა პირმა სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა

სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ ტრებეში შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი სუპერმარკეტში მძევლად აიყვანა. BBC-ის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა მანამდე სამართალდამცავებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიჭრა. BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციელი მძიმედ არ დაჭრილა. სამართალდამცავების განცხადებით, შეიარაღებული პირი ამბობს, რომ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წევრია. BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდონობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანია დაიღუპა, თუმცა ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი