ახალი ამბები

კობახიძე: მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს

23 მარტი, 2018 • 1772
კობახიძე: მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მხარს უჭრს პარლამენტში გენდერული კვოტირების კანონპროექტს და პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მათაც მხარი დაუჭირნ.

“მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავს უფრო ძლიერ პარლამენტს, უფრო ძლიერ კონსტიტუციურ სისტემას, უფრო ძლიერ დემოკრატიულ სისტემას და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო ფართოდ იქნება სხვადასხვა ინტერესები წარმოდგენილი ჩვენს საკანონმდებლო ორგანოში და ვფიქრობ, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი კანონპროექტს გენდერული კვოტირების შესახებ,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 23 მარტს.

კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ “მყარად უჭერს მხარს ამ ინიციატივას” და “შემაშფოთებელია”, რომ პარლამენტში ქალები ასეთი მცირე ოდენობით არიან წარმოდგენილი.

“ის, რომ კვოტირება არის ხელოვნული ჩარევა, ამაზე ბუნებრივია არავინ დაობს, თუმცა ეს არის ხელოვნური ჩარევა, რომლის მიზანიც არის ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფა. ანუ, ხელოვნური ჩარევა ხორციელდება იმისათვის, რომ ბუნებრივი სურათი და ბუნებრივი პროპორცია ჩამოყალიბდეს, ბუნებრივი ბალანსი ჩამოყალიბდეს საქართველოს პარლამენტში. ის, რომ 15 %-ით არიან წარმოდგენილი ქალები საქართველოს პარლამენტში არავითარ შემთხვევაში არ ასახავს არსებულ ვითარებას. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ რა რესურსია საქართველოში ქალბატონებში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი