ახალი ამბები

რატომ გაყვითლდა ცა

23 მარტი, 2018 • 3195
რატომ გაყვითლდა ცა

დღეს, 23 მარტს თბილისის ცას უჩვეულო, მოყვითალო შეფერილობა აქვს. ასეთივე ცა იყო ბათუმშიც, ხოლო წვიმის შემდეგ ბათუმის ავტომანქანებს ტალახიანი წვიმის ნაკვალევი ეტყობოდა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს დოდო გვაზავას ნეტგაზეთთან განმარტავს, მოყვითალო შეფერილობის ცა, რომელსაც “ტალახიანი” წვიმა შეიძლება მოჰყვეს, ჩვეულებრივი სინოპტიკური მოვლენაა.

“ეს სინოპტიკური მოვლენა იმითაა გამოწვეული რომ, ევროპის სახმრეთ რაიონებიდან ვრცელდება დაბალი წნევის არე და მასთან დაკავშირებული თბილი და ცივი ჰაერის მასები. ისინი გაივლიან სამხრეთის ქვეყნებს… არაბეთი, შეიძლება ირანიც და აფრიკის ტერიტორიას. ჰაერის მასებს ამ ქვეყნებიდან ყვითელი ქვეიშა ამოაქვს, რომელიც ატმოსფეროში ხვდება და  ღრუბელწარმომშობ ნაწილაკებს ერევა. შემდეგ კი  დედამიწას ცოტათი შეფერილი წვიმის სახით უბრუნდება”, – განაცხადა დოდო გვაზავამ. 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ბათუმის მსგავსად თბილისშიც ტალახიანი წვიმა წამოვიდეს, სინოპტიკოსი განმარტავს:

“შესაძლებელია, ველოდებით, თბილისში ასეთ წვიმასაც”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი