ახალი ამბები

ჟურნალისტმა ჟირონოვსკი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა

23 მარტი, 2018 • 2050
ჟურნალისტმა ჟირონოვსკი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა

ჟურნალისტმა რენატ დავლეტილგეევმა ფეისბუქში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატის და სათათბიროს დეპუტატის, ცნობილი ნაციონალისტის ვლადიმირ ჟირინოვსკის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე წერს.

ამის შესახებ მედუზა იუწყება. 

თავად ჟირონოვსკი აცხადებს, რომ ხანმოკლე ინტერვიუს დროს ჟურნალისტი თავად “უთათუნებდა ხელს დუნდულებზე” მას [ჟირინოვსკის].

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ქამინაუთი მაშინ ჯერ არ ჰქონდა გაკეთებული და ცდილობდა დაეფარა თავისი სექსუალური იდენტობა.

“ნასტოიაშჩეე ვრემია”, რომლის ჟურნალისტიც არის რენატ დავლეტილგეევი,  მოუწოდებს ყველა მამაკაცს აღიარონ სექსუალური ძალადობის ფაქტები დეპუტატების და საჯარო მოხელეების მხრიდან.

ამ დროისთვის რუს დეპუტატ სლუცკოის მხრიდან სექსუალური შევიწროვების ფაქტებს რუსეთში ათზე მეტი მედია გამოეხმაურა და რუსეთის სათათბიროს ბოიკოტი გამოუცხადა. რუსეთის წამყვანი მედიების ნაწილმა საპარლამენტო კორესპონდენტები გაიწვია და მიმართა სხვა მედიასაშუალებებს მოითხოვონ ლეონიდ სლუცკოის უფლებამოსილების შეჩერება.

პარალელურად სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სოციალურმა ქსელმა “ოდნოკლასნიკებმა” გაილაშქრა. სერვისის გადაწყვეტილებით “ოდნოკლასნიკებში” მაღალი პრიორიტეტბი მიენიჭება იმ მედიასაშულებების სიახლეებს, რომლებმაც ბოიკოტი არა მხოლოდ სლუცკოის გამოუცხადეს, არამედ რუსეთის სათათბიროს ეთიკის საბჭოს “არასამართლიან გადაწყვეტილებასაც”.  

სლუცკოი შევიწროვებაში ჯურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემაც დაადანაშაულა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი