ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს ევროპაში

23 მარტი, 2018 • 2704
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს ევროპაში

ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა და ევროპის ციხეებში 2016 წლის მდგომარეობას ასახავს, საქართველოში 2015 წელთან შედარებით პატიმრების რაოდენობა შემცირდა,   თუმცა საქართველო იმ ქვეყნების სიის სათავეშია, რომლებშიც ყოველ 100 ათას მოსახლეზე 100- ზე მეტი პატიმარი ჰყავს.

ევროპის საბჭოს კვლევა  47 წევრი ქვეყნის 52 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 47-ის მონაცემს ასახავს 2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით.

შედეგების მიხედვით ყოველ 100 ათას მოსახლეზე საქართველოს 256.3 პატიმარი ჰყავს და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. სიაში საქართველოს მოსდევს თურქეთი, ლიტვა და აზერბაიჯანი.

პატიმრების რაოდენობა 100 მოსახლეზე ქვეყნების მიხედვით. წყარო: ევროპის საბჭო

თუ წლების სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, საქართველოს მონაცემი პატიმრების რაოდენობაში 100 ათას მოსახლეზე უარესდება 2013 წლის შემდეგ. ევროპის საბჭო კვლევაში აღნიშნავს, ეს გამოწვეულია 2014 წლის საქართველოს მოსახლეობის აღწერის მონაცემებით.

ევროპის საბჭოს მონაცემებით საქართველოში პატიმრების სტატისტიკა 2005-16 წლებში და 100 ათას მოსახლეზე:

საქართველოს პატიმრების სტატისტიკა 2015-2016 წლებში. წყარო: ევროპის საბჭოს კვლევა

 

პატიმრების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 2015 წელთან შედარებით 6.7 % -ით შემცირდა.

ევროპის საბჭოს კვლევით, საქართველო არ მოხვდა ისეთი ქვეყნების სიაში, რომელთა სასჯელაღსღულებით დაწესებულებებში ყოველ 100 ადგილზე,  100 ზე მეტ პატიმარი მოდის. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი