ინფორმაცია ფეისბუკის ანგარიშის უსაფრთხოების BFF-ით ტესტირებაზე სიცრუეა

გავრცელდა ინფორმაცია ფეისბუკის ანგარიშის უსაფრთხოების ე.წ. BFF მეთოდით ტესტირებაზე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ცრუ ინფორმაციის თანახმად, Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა თითქოსდა თქვა, რომ “BFF-ის” დაპოსტვა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს მისი ფეისბუკის ანგარიშის უსაფრთხოება.

“თუ ზემოაღნიშნული (BFF) ნაჩვენებია მწვანე ფერში, თქვენი ანგარიში დაცულია. თუ არ არის ნაჩვენები მწვანე ფერში, შეცვალეთ პაროლი დაუყოვნებლივ, რადგან შესაძლოა თქვენი გვერდი იყოს ხელმისაწვდომი სხვისთვისაც”, – ნათქვამია ვირუსულად გავრცელებულ ინფორმაციაში.

სინამდვილეში ეს მცდარია. ფეისბუკის ირგვლივ ბოლო დღეების სკანდალს მარკ ცუკერბერგი დღეს რამდენიმე საათის წინ გამოეხმაურა და ბოდიში მოიხადა, თუმცა “BFF” შესახებ არაფერი უთქვამს.

ფეისბუკმა  ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და აახლებს იმ სიტყვების სიას, რომელთა ფეისბუკის სტატუსში გამოყენებისას  მოულოდნელად ანიმაცია გამონათდება ხოლმე. BFF [Best Friends Forever] ერთ-ერთია იმ სიტყვებიდან და ამის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს იყო ცნობილი.

ფერს იცვლის ან ანიმაციები ჩნდება ასევე სტატუსებში ან კომენტარებში შემდეგი სიტყვების გამოყენებისას: “congratulations”, “xoxo” , rad,” “bff,” “lmao”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი