ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ეკლესიამ პატივი მიაგო ჩვენს სულიერებას

14 ოქტომბერი, 2013 • • 920
ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ეკლესიამ პატივი მიაგო ჩვენს სულიერებას

პრემიერ–მინისტრი მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო. 

 

წირვის დასრულების შემდეგ პრემიერ–მინისტრმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა: 

 

“მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. სვეტიცხოველი სიმბოლო გახდა ჩვენი დიდი რწმენის. ჩვენი უძველესი ისტორიის. შემთხვევითი არ არის, რომ სვეტიცხოვლის ასეთი დიდი მნიშვნელობის და მცხეთის, როგორც უძველესი სატახტო ქალაქის მნიშვნელობის გამო ეს დღე დღესასწაულად აქცია. ამით ქართულმა ეკლესიამ პატივი მიაგო ჩვენს სულიერებას, ჩვენს  უძველეს ისტორიას, ჩვენს უნიკალურ ძეგლებს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.  

 

ივანიშილის თქმით, ის ბედნიერია, რომ ასეთი უძველესი ისტორიის, ასეთი უნიკალური კულტურის მქონე ქვეყნის შვილია:

 

“გილოცავთ დღევანდელ დღეს, მშვიდობას, გაძლიერებას და აყვავებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ.   

მასალების გადაბეჭდვის წესი