ახალი ამბები

ქუთაისში მამაკაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

14 ოქტომბერი, 2013 • 847
ქუთაისში მამაკაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა გუშინ, 13 ოქტომბერს, ქუთაისში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე დანით სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილს ზურგის არეში ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დანაშაულის იარაღი – დანა, ნივთმტკიცებად ამოღებულია. შსს-ს ცნობით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 108–ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი