ახალი ამბები

ქუთაისში პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჩავიდნენ [ფოტო]

13 ოქტომბერი, 2013 • • 1076
ქუთაისში პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტობის კანდიდატი  ჩავიდნენ [ფოტო]

დღევანდელ ღონისძიებას მხოლოდ ქუთაისის მაცხოვრებლები არ დაესწრებიან. “ქართული ონცების” ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ზაზა მარუაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, ქუთაისის გარდა, რვა რაიონიდან ჩამოდიან მხარდამჭერები:

“ცენტრალური შტაბის ორგანიზებით, რაიონული შტაბები უწევენ რაიონებში კოორდინაციას და ჩამოჰყავთ ხალხი” – განაცხადა მან. 

დღევანდელ შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათ შორის, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიიძე, ქუთაისის სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი ლადო პატარიძე.

მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის თანამშრომელმა ირაკლი ცხვედიანმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ  საჯარო მოხელეს არასამუშაო საათებში უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი აზრი:

“დღეს არის კვირა, არასამუშაო დღეა, ესეც რომ არა, ნებისმიერ სამუშაო დღეს, 6 საათის შემდეგ შემიძლია დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური აზრი”- განაცხადა ცხვედიანმა. 

ადგილზე ასევე იმყოფება ქუთაისის ყოფილი მერი დიმიტრი კოპალიანი. 

წინასაარჩევნო შეხვერა ქუთაისში
წინასაარჩევნო შეხვერა ქუთაისში


წინასაარჩევნო შეხვერა ქუთაისში
წინასაარჩევნო შეხვერა ქუთაისში

მასალების გადაბეჭდვის წესი