ახალი ამბები

აშშ-ში მომხდარ რამდენიმე აფეთქებაში ბრალდებულმა თავი მანქანაში აიფეთქა

21 მარტი, 2018 • 2337
აშშ-ში მომხდარ რამდენიმე აფეთქებაში ბრალდებულმა თავი მანქანაში აიფეთქა

კაცს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედებოდა, თავი მანქანაში აიფეთქა. პოლიცია აშშ-ში 2 მარტიდან ეძებდა პირს, რომელსაც ტეხასის ქალაქ ოსტინში მკვლელობის მოწყობაში ედებოდა ბრალი.

CNN წერს, რომ ბრალდებული 24 წლის თეთრკანიანი კაცია. ამ დრომდე პოლიციას არ აქვს ინფორმაცია, ბრალდებული მარტო მოქმედებდა თუ ვიღაც ეხმარებოდა. ბრალდებულის დაღუპვის ფაქტს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. ტვიტერზე დაწერილ პოსტში პრეზიდენტი აშშ-ის სამართალდამცავებს გაწეული სამუშაოსთვის აქებს.

პირველს აფეთქებას, რომელიც 2 მარტს მოხდა, 39 წლის კაცი ემსხვერპლა. 12 მარტს მომხდარი მეორე აფეთქების დროს 17 წლის ბიჭი დაიღუპა. იმავე დღეს, რამდენიმე საათის შემდეგ, მომხდარი მესამე აფეთქების შედეგად 75 წლის ქალი მძიმედ დაშავდა. CNN-ის თანახმად, სამივე შემთხვევაში აფეთქება ჩანთაში ჩადებულმა მოწყობილობამ გამოიწვია, რომელიც მსხვეპლებს კართან, კიბის საფეხურებთან დაუდეს. ვინაიდან მსხვერპლები ფერადკანიანები იყვნენ, მათგან ერთი კი ლათინოამერიკელი, CNN წერდა, რომ შესაძლოა დანაშაული სიძულვილით მოტივირებული ყოფილიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი