ახალი ამბები

თამთა მელაშვილი გერმანიაში ახალგაზრდული ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა

11 ოქტომბერი, 2013 • • 2620
თამთა მელაშვილი გერმანიაში ახალგაზრდული ლიტერატურული პრემიის მფლობელი გახდა

გერმანული ახალგაზრდული ლიტერატურის პრიზი 1956 წლიდან გაიცემა, 2003 წლიდან კი გამარჯვებულისთვის დაწესებულია ჯილდო 8 000 ევროს ოდენობით. ჯილდოს  ყოველ წელს, ფრანკფურტში გამართულ წიგნის ბაზრობის დროს გადასცემენ.

 

წიგნის საერთაშორისო ბაზრობას, რომელშიც საქართველო მეათედ მონაწილეობს, ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს. წლევანდელ ბაზრობაზე საქართველოდან 23 გამომცემლობა იყო წარმოდგენილი.

 

თამთა მელაშვილის “გათვლა” ქართული ლიტერატურული პრემიის “საბას” გამარჯვებულია. 2011 წელს ავტორი ამ წიგნისთვის საბას გამარჯვებული გახდა ნომინაციაში “წლის საუკეთესო დებიუტი”, ხოლო წელს, წიგნის მთარგმნელი ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი საბას გამარჯვებული  ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის გახდა.

თამთა მელაშვილის გათვლა
თამთა მელაშვილის გათვლა

მასალების გადაბეჭდვის წესი